BAU იტვირთება…
საერთაშორისო კონფერენცია
ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციისა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით: „თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიასა და კლინიკურ პრაქტიკაში“. ღონისძიება გახსნეს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ირინე იმერლიშვილმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა.
მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამედიცინო განათლების განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე. კონფერენციის ფარგლებში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა, წარადგინა მოხსენება ლაბორატორიული მედიცინის სწავლებისა და მისი კლინიკურ პრაქტიკაში ეფექტური ინტეგრაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ. კონფერენცია გახდა მნიშვნელოვანი აკადემიური პლატფორმა, რომელმაც გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები ლაბორატორიული მედიცინის განათლების, კვლევისა და კლინიკური პრაქტიკის საკვანძო საკითხების განსახილველად.