BAU იტვირთება…
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციები ყირგიზეთის რესპუბლიკაში
2018 წლის 20-21 ნოემბერს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ოშში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, უნივერსიტეტის წარმომადგენელი შეხვდა სკოლის მოსწავლეებს და ჩაუტარა გაცნობითი სახის პრეზენტაცია. პრეზენტაციის დროს, სტუდენტებს მიეწოდათ ზოგადი ინფორმაცია BAU გლობალის შესახებ, რომელიც აერთიანებს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას მსოფლიოს გარშემო.
ასევე, პრეზენტაციის დროს, უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ისაუბრა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის უპირატესობებსა და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო ქსელის „ BAU გლობალის“ წევრია, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს მაღალი ხარისხის ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამას.