BAU იტვირთება…

ღია კარის დღე BAU ბათუმში

25-26 აპრილს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე. ღონისძიების ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა:

მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ;

გაეცანით მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტებს;

გაიგეთ მეტი კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ;

მიიღეთ ინფორმაცია გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ; დაესწარით კლინიკური სიმულაციის დემონსტრაციას;

დაესწარით საჯარო ლექციას რეალურ აკადემიურ გარემოში.

ღონისძიება გაიმართება უნივერსიტეტის კამპუსში და დაიწყება 13:00 საათზე.

ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი, ავტობუსები გავა შემდეგი ადგილებიდან:

დასავლეთ საქართველოსთვის:

ქუთაისი – გამგზავრება 11:00 საათზე

ზუგდიდი – გამგზავრება 11:30 საათზე

აჭარის რეგიონისთვის:

ქობულეთი – გამგზავრება 12:00 საათზე

ბათუმი – გასვლა 12:30 საათზე. დამატებითი ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ რეგისტრირებულ მონაწილეებს.

🔗 დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdTayqjEK-MZcHxB6qVmiGTwCIogPYZud-m7JLcchH8FRk92A/viewform?usp=header