BAU იტვირთება…

ქალაქ ერზიჯანის სკოლა ლიცეუმის „უგურის“ მოსწავლეები BAU-ს უნივერსიტეტში

2019 წლის 22 იანვარს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ქალაქ ერზიჯანის სკოლა ლიცეუმის „უგურის“ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, მათ ჰქოდათ შესაძლებლობა ადგილზე დაეთვალიერებინათ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამედროვე სალექციო აუდიტორიები და ლაბორატორიები. გარდა ამისა, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მათ გადაეცათ სასაჩუქრე პაკეტები.