BAU იტვირთება…
BAU ბათუმსა და კერძო უნივერსიტეტების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
2019 წლის 6 თებერვალს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის, რომელიც ხელს შეუწყობს ერთობლივი საქმიანობის წარმატებით განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ისმეთ დინდარმა და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა მარუაშვილმა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები.