BAU იტვირთება…
ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორი BAU ბათუმის უნივერსიტეტს სტუმრობს
2019 წლის 18-19 მარტს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შენაი იალჩინ. ვიზიტის ფარგლებში რექტორი შეხვდა BAU ბათუმის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე. პროფესორი, შენაი იალჩინ ასევე ესაუბრა სტუდენტებს.
სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტსა და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.