BAU იტვირთება…
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტამბოლის უნივერსიტეტს სტუმრობენ
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 2019 წლის 28 აპრილიდან 4 მაისამდე სამუშაო ვიზიტით სტამბოლში, ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა ადგილზე დაათვალიერეს სტამბოლის უნივერსიტეტი, იქ არსებული აჭღურვილობა და ინფრასტრუქტურა და ასევე აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისთვის გამოეყენებინათ გვამები.
სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი, ბუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „BAU გლობალის“ საგანმანათლებლო ქსელში შემავალი უნივერსიტეტებია, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაა დამყარებული, რაც BAU ბათუმის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ფარგლებს მიღმა გაიღრმავონ BAU გლობალის პარტნიორ საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში.