BAU იტვირთება…

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

18 აპრილს, ინოვაციური მედიცინის ცენტრ „როგოში“ გაიმართა II სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ანესთეზიოლოგიისა და პაციენტის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. კონფერენციას ესწრებოდნენ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი ირინე იმერლიშვილი და რექტორის მოადგილე, ქალბატონი თეა მიქელაძე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას სამედიცინო სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან სამეცნიერო პროცესებში.

ღონისძიებამ გააერთიანა დარგის წამყვანი სპეციალისტები და მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება მყარ საფუძველს ქმნის როგორც ესთეტიკური მედიცინის, ისე ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის მთლიანობაში. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების დანერგვას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.