BAU იტვირთება…

Erasmus+ საინფორმაციო შეხვედრა

2019 წლის 19 ივნისს, Erasmus+ ის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს Erasmus + ის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში ჩართულობის შესაძლებლობებზე. კერძოდ, პროგრამებზე: საერთაშორისო კრედიტ მობილობა(ICM), ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები(JMD), უმაღლესი განათლების განვითარების შესაძლებლობები(CBHE), ჟან მონეს აქტივობები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მოხდეს არა მარტო სტუდენტის არამედ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა.

მსგავს პროგრამებში ჩართულობა და პარტნიორობის გაღრმავება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვანია სასწავლო უნივერსიტეტის მომავალი განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისათვის.