BAU იტვირთება…
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში
2019 წლის 19 სექტემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „სამეცნიერო პიკნიკში“.
სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში BAU-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი იქნა პაციენტი-ექიმის როლური თამაში, როგორიცაა ეპილეფსიური გულყრა. სტუდენტებმა დაინტერესებულ პირებს აუხსნეს თუ როგორ უნდა გაუწიონ პირველადი დახმარება მსგავს სიტუაციაში.