BAU იტვირთება…

ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი

2019 წლის 23 სექტემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა ფესტივალის „მეცნიერება და ინოვაციები 2019“-ის ფარგლებში.

ღონისძიების მიმდინარეობისას, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს ვიქტორინა ზოგად ბიოლოგიასა და ანატომიაში. გამარჯვებულები BAU-ს სტუდენტების მიერ დაწესებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.