BAU იტვირთება…

სამეცნიერო პიკნიკი ზუგდიდში

2019 წლის 30 სექტემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ზუგდიდში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა ფესტივალის „მეცნიერება და ინოვაციები 2019“-ის ფარგლებში.

ღონისძიების მიმდინარეობისას, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს ვიქტორინა ზოგად ბიოლოგიასა და ანატომიაში. გამარჯვებულები BAU-ს სტუდენტების მიერ დაწესებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.