BAU იტვირთება…
BAU ბათუმის დეკანი მონაწილეობს ლონდონში გამართულ „ქართველოლოგიის დღეში“
31 ოქტომბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ლეილა ახვლედიანი მონაწილეობდა ლონდონში გამართულ „ქართველოლოგიის დღეში“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. ქალბატონმა ლეილა ახვლედიანმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ბათუმი, საუკეთესო ადგილი სამედიცინო განათლებისთვის შავი ზღვის სანაპიროზე“.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები განათლების, ტურიზმისა და ჯანდაცვის კუთხით. გარდა ამისა, ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი.