BAU იტვირთება…

ღია კარის დღე BAU ბათუმში

25–26 აპრილს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ღია კარის დღის ფარგლებში დასავლეთ საქართველოდან 300-მდე პოტენციურ სტუდენტს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, მათ შორის გაცვლითი პროგრამების, მიღების პროცედურებისა და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ. მათ დაესწრნენ კლინიკურ სიმულაციებს და დააკვირდნენ, თუ როგორ ივითარებენ სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს სწავლის პროცესში.

ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აერჩიათ აქტივობები საკუთარი ინტერესების მიხედვით: დასწრებოდნენ საჯარო ლექციას თემაზე „წარმატებული კომუნიკაციის რჩევები“ ან მიეღოთ მონაწილეობა კამპუსში გამართულ პირველადი დახმარების პრაქტიკულ ტრენინგში. გმადლობთ ინტერესისთვის - BAU ბათუმის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!