BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოაწყო სიმპოზიუმი „იყავი ინფორმირებული და შეაჩერე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“

2020 წლის 27 თებერვალს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მოაწყო სიმპოზიუმი „იყავი ინფორმირებული და შეაჩერე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“. სიმპოზიუმს ესწრებოდა თბილისის ასობით საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის სტუდენტი.

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებსა და მოზრდილებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენცია.

ღონისძიებას უძღვებოდნენ მოწვეული ქართველი და თურქი ექიმები სხვადასხვა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, როგორიცაა: ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „თანადგომა“ და კლინიკა „ნიოლაბი“.

სიმპოზიუმს ესწრებოდნენ BAU Global-ის პრეზიდენტი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ენვერ იუჯელი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც მოაწყობს მსგავს ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით.