BAU იტვირთება…
საერთაშორისო მობილობის კონკურსი მედიცინისა და სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო მობილობის კონკურსს მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების სტუდენტებისთვის (II–VI კურსები).
პარტნიორი დაწესებულება: ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი
მობილობის პერიოდი: შემოდგომის სემესტრი
კვოტა: 3 ადგილი მედიცინის სტუდენტებისთვის და 2 ადგილი სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის
განაცხადის მოთხოვნები:
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
Europass CV
მოტივაციის წერილი
პასპორტის ასლი
აკადემიური ცნობა (GPA-ს ჩათვლით)
პორტფოლიო
ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ
შერჩევის პროცესი:
დოკუმენტების წარმოდგენა: 2026 წლის 30 აპრილი – 2026 წლის 11 მაისი
გასაუბრება: 2026 წლის 15 მაისი
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ნომინირება, პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ საბოლოო შერჩევა. საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ნომინირებული სტუდენტების მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს დაფარავს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პარტნიორი დაწესებულების ვებგვერდი: https://int.bau.edu.tr/ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: 📧 უნივერსიტეტის ოფისი