BAU იტვირთება…
უმაღლესი განათლების ერთსაფეხურიანმა პროგრამამ „მედიცინა“ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია
დღეს უმაღლესი განათლების ერთსაფეხურიანმა საგანმანათლებლო პროგრამამ „მედიცინა“ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.
აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო ევროპაში, რომელმაც მიიღო აღიარების სტატუსი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან (WFME). განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული აღიარების სტატუსი ნიშნავს, რომ ცენტრის მიერ საქართველოში, ისევე როგორც საზღვარგარეთ უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია იქნება აღიარებული მთელ მსოფლიოში.
მადლობას ვუხდით ჩვენი შესანიშნავი გუნდის თითოეულ წევრს!