BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში Covid-19-ის წინააღმდეგ

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს პროექტში „ქართული რეალობა: სამეცნიერო კვლევების მდგრადობა CoViD-19-ის პანდემიის დროს“, რომელიც დამტკიცებულია პანდემიის პრევენციის მსოფლიო პლატფორმის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

მონაწილე ქვეყნები: საქართველო, ჩინეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, ბელგია, გერმანია, პორტუგალია.

მონაწილეები ქართული მხრიდან: ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს რეოლოგიის საზოგადოება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რუსთავის მერია, ევროპული უნივერსიტეტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მედინა, ბათუმის ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი.

გვსურს მივულოცოთ ყველა მონაწილეს!