BAU იტვირთება…

მანუალური თერაპიის საზაფხულო სტაჟირების პროგრამა

2020 წლის 10-17 აგვისტოს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტსა და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, BAU ბათუმი უმასპინძლებს მანუალური თერაპიის სტაჟირების პროგრამას, რომელიც მოიცავს მანუალური თერაპიის ისტორიულ განვითარებას, ფიზიოლოგიურ საფუძვლებს, სხვადასხვა კონცეფციებს, თეორიასა და ზედა და ქვედა კიდურების მიმართ გამოყენებულ ტექნიკებს. ეს კურსი მოიცავს თეორიას, სპეციფიკური ტექნიკების გამოყენებას და კიდურების ყველა სახსრის მობილიზების პრაქტიკული შესრულების ონლაინ დემონსტრირებას. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2020 წლის 12 ივნისი

პროგრამის საფასურისა და სხვა დეტალების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ: უნივერსიტეტის ოფისი