BAU იტვირთება…
ონლაინ დისკუსია
2020 წლის 10 მაისს, 17:00 საათზე, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, გაიმართება ონლაინ პანელური დისკუსია თემაზე: „დისტანციური სწავლების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები“.
დისკუსიის მოდერატორია ქალბატონი ლეილა ახვლედიანი, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
დისკუსიას დაესწრებიან წარმომადგენლები შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროპის უნივერსიტეტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
კავკასიის უნივერსიტეტი
დისკუსიის მიზანია საგანმანათლებლო სისტემაში დისტანციური სწავლების ადგილის სწორად წარმოჩენა, დისტანციური სწავლების სირთულეების და დისტანციური შეფასების სისტემის საჭიროების ჩვენება.
სასწავლო უნივერსიტეტის თითოეული წარმომადგენელი გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ისაუბრებს დისტანციური სწავლების სისუსტეების დაძლევის გზებსა და ინსტრუმენტებზე.