BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე არის ევროპის სიმულაციური საზოგადოების (SESAM) წევრი.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა ევროპის სიმულაციური საზოგადოების (SESAM) ინსტიტუციური წევრი. ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.

SESAM-ის მისიაა სიმულაციაზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე მათი ეფექტიანი ინტეგრირება სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვაში. ორგანიზაციაში წევრობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლინიკური განათლების შესაძლებლობებს როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის და მხარს უჭერს თანამედროვე სიმულაციური პრაქტიკის გამოყენებას სწავლისა და კვლევის პროცესებში.