BAU იტვირთება…

ონლაინ დისკუსია: „დისტანციური სწავლება - ცვლილებები სამედიცინო განათლების მართვაში“

24 მაისს, 16:00 საათზე, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი ცხვედიანმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ დისკუსიაში თემაზე: „დისტანციური სწავლება - ცვლილებები სამედიცინო განათლების მენეჯმენტში“. ბატონმა გიორგიმ განიხილა შემდეგი თემები:

სასწავლო კურსების კლინიკური კომპონენტის მიმდინარე და საგამოცდო შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მისი შესაბამისობა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესთან

სამედიცინო პორტფოლიოს შეფასებისა და კვალიფიკაციის განხილვის სამართლებრივი რეგულირების საკითხი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესებთან დაკავშირებით

დისკუსიას, რომელიც ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიმართა, ესწრებოდნენ წარმომადგენლები სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით, 10 მაისს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, გაიმართა ონლაინ პანელური დისკუსია თემაზე: „დისტანციური სწავლების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები“.