BAU იტვირთება…
ნებაყოფლობითი სისხლის დონაციის აქცია.
2020 წლის 14 ივნისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი შეუერთდნენ სისხლის ბანკ Hema 2012-ის მიერ ორგანიზებულ სისხლის დონაციის ღონისძიებას.
აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ემსახურება საზოგადოებაში სისხლის დონორობის პოპულარიზაციას და სისხლის დონორობის მნიშვნელობისა და რეგულარული დონაციების აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხი, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა.
BAU-ს სტუდენტები და პერსონალი მუდმივად მონაწილეობენ სისხლის დონაციის აქციაში და თავიანთ წვლილს შეაქვთ სისხლის ბანკის მარაგის შევსებაში.