BAU იტვირთება…
ვებინარი თემაზე: "ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები Covid-19-ის პერიოდში".
2020 წლის 16 ივნისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით პედიატრი-ნევროლოგმა/ფსიქიატრმა მედეა ზირაქაშვილმა გამართა ვებინარი თემაზე „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები Covid-19-ის დროს“.
ვებინარს მოდერაციას უწევდა თამუნა დილავეროვა, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
COVID-19-ის გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები
ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა ბავშვებსა და ახალგაზრდებში
როგორ ვებრძოლოთ დეპრესიასა და შფოთვას პანდემიის დროს?
ვებინარი ჩატარდა ონლაინ, Zoom-ის აპლიკაციის საშუალებით. გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს პირდაპირი ტრანსლაციის სანახავად.