BAU იტვირთება…

სამაგისტრო პროგრამების კარის დღე

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 11 მაისს, 20:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, Microsoft Teams პლატფორმის საშუალებით. ღია კარის დღის განმავლობაში დაინტერესებულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა

განათლების ადმინისტრირება

ღია კარის დღის მიზანია უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. სესიის განმავლობაში განხილული იქნება შემდეგი თემები:

უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისები

სამაგისტრო პროგრამებზე მიღების მოთხოვნები, მათ შორის მისაღები გამოცდის ფორმატი და თემატიკა

პროგრამის შინაარსი და სასწავლო გეგმა

სესია წარიმართება პრეზენტაციების ფორმატში, რასაც მოჰყვება კითხვა-პასუხის რეჟიმი.

მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, პირდაპირ გაესაუბრონ პროგრამის დირექტორებს, ასევე ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს. სწავლების ენა: ქართული. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: