BAU იტვირთება…

IUIS-ის საინფორმაციო ბიულეტენის სტატია GAACI-სა და საქართველოში COVID 19-ის შესახებ.

IUIS-ის საინფორმაციო ბიულეტენმა გამოაქვეყნა სტატია GAACI-სა და საქართველოში COVID 19-ის შესახებ. მასში საუბარი იყო საქართველოში COVID 19-ის დროს არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ იყვნენ GAACI-ს საბჭოს წევრები აქტიურად ჩართულნი COVID-19-თან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.

IUIS-ის საინფორმაციო ბიულეტენის სტატია ხაზს უსვამს GAACI-ს საბჭოს წევრების როლს და მათ მონაწილეობას საქართველოში COVID-19-თან ბრძოლის სხვადასხვა პროექტში.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლეილა ახვლედიანი არის GAACI-ს საბჭოს წევრი. ის რეგულარულად ატარებდა ონლაინ საჯარო ლექციებს COVID-19-ის შესახებ.

პროფესორმა ლეილა ახვლედიანმა გამართა ონლაინ საჯარო ლექციები თემებზე: „ახალი კორონავირუსი (nCOV) – გამოწვევა მსოფლიოსთვის“, 2020 წლის 10 აპრილს, და „ახალი კორონავირუსი და იმუნოლოგიური მეხსიერება“, 2020 წლის 20 მაისს.

მიჰყევით ბმულს სრული სტატიის წასაკითხად!