BAU იტვირთება…

ონლაინ სემინარი ERASMUS+ პროექტის SPRING დისტანციური სწავლების ფარგლებში

2020 წლის 7-8 ივლისს Erasmus+-ის უმაღლესი განათლების პოტენციალის განვითარების პროექტმა: Setting Peer Review Instruments and Goals for Medical/Health Education (SPRING) უმასპინძლა ონლაინ სემინარს „PEER REVIEW AWARENESS RAISING SEMINAR“ 30-ზე მეტი წარმომადგენლისთვის 4 ქართული სამედიცინო უნივერსიტეტიდან, როგორებიცაა: BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

სემინარი წაიყვანეს დარგის ექსპერტებმა ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (კაუნასი, ლიეტუვა) და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტიდან (სოფია, ბულგარეთი).

ეს გაცნობითი სემინარი ეძღვნება უნივერსიტეტის პერსონალის (მათ შორის ლექტორების, მკვლევრების, ადმინისტრაციული და დამხმარე ტექნიკური თანამშრომლების) ცნობიერების ამაღლებას მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამებში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (როგორც გრანტის მიმღებმა) და მისმა წარმომადგენელმა, პროფესორმა ლევან მეტრეველმა უხელმძღვანელეს ამ პროექტს.

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლეილა ახვლედიანი და რექტორის მოადგილე გიორგი ცხვედანი.