BAU იტვირთება…
საერთაშორისო კონგრესი ალერგოლოგიაში, ასთმასა და კლინიკურ იმუნოლოგიაში
3-დან 5 მაისის ჩათვლით, თბილისში, Radisson Blu Iveria-ში გაიმართა ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის საერთაშორისო კონგრესი - GAACI meets WAO. კონგრესში მონაწილეობა მიიღო BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის თხუთმეტმა სტუდენტმა, უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით.
კონგრესმა გააერთიანა ალერგოლოგიის, იმუნოლოგიის, პულმონოლოგიის და მასთან დაკავშირებული დარგების საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს უახლესი სამეცნიერო მიღწევები და კლინიკურ პრაქტიკაში არსებული თანამედროვე მიდგომები. სტუდენტებისთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ პროფესიული ცოდნა და ინტეგრირებულიყვნენ საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. მონაწილეები დაესწრნენ სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმსა და სიმპოზიუმს, სადაც განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები და ინოვაციური სამედიცინო მიდგომები.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტების მხარდაჭერას მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობებით, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო განათლების გაძლიერებას.