BAU იტვირთება…

BIOMED 2020 - საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში

ლეილა ახვლედიანი, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ნათია ხარატი, ნევროლოგი, ელექტროფიზიოლოგი, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური მეცნიერების მიმართულების ასისტენტი, მონაწილეობდნენ ბიომედიცინის საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში – Biomed 2020, რომელიც გაიმართა 26-27 ივლისს.

ლეილა ახვლედიანმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „კოვიდ 19 და ახალი გამოწვევები“. საჯარო ლექციასთან ერთად, დოქტორმა ლეილამ წარმოადგინა არტერიული თრომბოზის ზოგიერთი ბიომარკერის სამეცნიერო კვლევის შედეგები.

ნათია ხარატიმ წარადგინა მოხსენება თემაზე: ,,ეპილეფსიის ეპიდემიოლოგია აჭარის რეგიონში”.

ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ბიომედიცინის ასპექტები და Covid 19-ის დროს არსებული ახალი გამოწვევები.