BAU იტვირთება…
Body Interact - დისტანციური სწავლების გადაწყვეტა
პირველად საქართველოში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი უნარებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება კოვიდ-19-ის პერიოდშიც კი.
Body Interact დაინერგა BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა სწავლის პროცესის გასაგრძელებლად.
BAU-ს კამპუსს აქვს სრული და ინოვაციური ინფრასტრუქტურა, ხოლო სიმულაციაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა სტრატეგიული მიდგომაა.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლეილა ახვლედიანმა განაცხადა: „კლინიკური მსჯელობის მაგიდა Body Interact არის ინსტრუმენტი, რომელიც აუმჯობესებს სამედიცინო განათლებას და დიდ დამატებით ღირებულებას სძენს BAU-ს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ პრაქტიკას თავისი ფასი აქვს, არსებობს დაავადებები, რომლებსაც სტუდენტები ყოველდღიურად ვერ ხედავენ და მათთან გასამკლავებლად მაღალ დონეზე უნდა იყვნენ მომზადებულნი. მით უმეტეს, ვირტუალური პაციენტები წარმოადგენენ დიდ გამოსავალს, რათა სტუდენტთა პრაქტიკა გაგრძელდეს COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდშიც.“