BAU იტვირთება…
ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, უნივერსიტეტში ვიზიტით
31 ივლისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი ეწვია BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ლეილა ახვლედიანს, რომელმაც გააცნო ახალი დისტანციური სწავლების აღჭურვილობა, რესურსები და გაეცნო დისტანციური სწავლების პროცესს.
ნუნუ მიცკევიჩმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების შენობა, გაეცნო BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სიახლეებსა და აქტივობებს და გასცა რეკომენდაციები სწავლებაში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიორიტეტია თეორიული ცოდნის გაღრმავება კლინიკურ აზროვნებასა და კლინიკურ უნარებთან ერთად. დისტანციურ სწავლებაში არსებული სირთულეების დაძლევის გზების ძიებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნივერსიტეტი, სხვა სამედიცინო სკოლებთან ერთად, მუდმივად მონაწილეობს დისტანციურ ვებინარებში.