BAU იტვირთება…

,,კადავერული სემინარი“ საზაფხულო სკოლა 2020

პირველად საქართველოში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2020 წლის 13 აგვისტოდან 15 აგვისტომდე გამართა პირველი საზაფხულო სკოლა ,,კადავერული სემინარი“ (Cadaver Workshop), რომელიც ფოკუსირებული იყო ზედა და ქვედა კიდურების დისექციასა და კლინიკურ-ანატომიურ ასპექტებზე.

საზაფხულო სკოლის მოკლე კურსი განკუთვნილი იყო ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის და მას დაესწრო 15 მონაწილე ხუთი უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

სასკოლო პროგრამა ორ ნაწილად იყო დაყოფილი. კურსი მოიცავდა ლექციას დისექციის უსაფრთხოების შესახებ – ინსტრუმენტები და უსაფრთხოების წესები, ასევე პრაქტიკულ დისექციის გაკვეთილებს ანატომიური მოდელებისა და საგულდაგულოდ მომზადებული კადავერული მასალის გამოყენებით.

სემინარი ჩატარდა ინგლისურ ენაზე. ყოველდღიურად მონაწილეები კურსის ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებდნენ დისექციას და მონაწილეობდნენ ჯგუფურ დისკუსიებში.

სამდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.