BAU იტვირთება…
ღრძილების ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
11 მაისს, ღრძილების ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიების ფარგლებში პროფესორი ნინო ჩემინავა ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „ორალურ-სისტემური კავშირი: რატომ არის მნიშვნელოვანი ღრძილების ჯანმრთელობა“. ლექციის განმავლობაში მონაწილეები გაიგებენ ღრძილების ჯანმრთელობის გავლენას საერთო ჯანმრთელობაზე, ასევე თანამედროვე სტომატოლოგიის მნიშვნელოვან კლინიკურ ასპექტებს. ლექციის დასრულების შემდეგ, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ უფასო სტომატოლოგიური შემოწმება.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა