BAU იტვირთება…

BAU ბათუმი ესწრება ონლაინ განათლების ბაზრობას სტამბოლში

2020 წლის 7 ნოემბერს BAU Global-მა სტამბოლში ონლაინ საგანმანათლებლო გამოფენა გამართა. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო გამოფენაში და პრეზენტაცია წარუდგინა სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მედიცინის შესწავლა. შეხვედრის დროს BAU ბათუმის წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროგრამისა და მიღების პროცედურების შესახებ. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის უპირატესობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც BAU-ს სტუდენტებს სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულებათა უზარმაზარი ქსელის - BAU Global-ის წევრი, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხიან სამედიცინო განათლებას.