BAU იტვირთება…
CNS კონფერენცია III
2020 წლის 5 დეკემბერს „ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის“ ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტმა და ევროპის ფედერაციის ფსიქიატრიის რეზიდენტებმა გამართეს „CNS კონფერენცია III“. კონფერენციის მთავარი იდეა ეპილეფსიის მრავალგანზომილებიანი და მულტიდისციპლინური სფეროების განხილვა იყო.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ დისკუსიებში:
„ძილის დარღვევები ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში“ - მონაწილეები: ანასტასია მჟავია, ალექსანდრე ყარცივაძე, ცირა კაპანაძე და ნათია ხარატი
„ეპილეფსიის ეპიდემიოლოგია აჭარის რეგიონში“ - მონაწილეები: ლიორ იეჰეზკელი, მუმინ რაბიჰ ადიბ ალ-სარაფი და ნათია ხარატი