BAU იტვირთება…

ტრენინგი: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მართვა“

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გაძლიერებისა და სამეცნიერო ბაზების სწორად გამოყენების მიზნით, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სრულად დააფინანსა აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობა ტრენინგში: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მართვა“, რომელიც გაიმართა 2021 წლის 28 იანვარს.

ტრენინგი ჩაატარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ - გიგა ხოსიტაშვილმა.

ვორქშოპი სასარგებლო აღმოჩნდა როგორც ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ისე მათთვის, ვინც მუშაობს სამეცნიერო პუბლიკაციაზე. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა ვორქშოპში.