BAU იტვირთება…
გაიღეთ ინტერნეტზე წვდომა სტუდენტებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა არაკომერციულ ონლაინ პლატფორმა Charte-ს და გახდა დონორი.
უნივერსიტეტი დააფინანსებს ინტერნეტის გადასახადს 6 თვის განმავლობაში ერთი ბენეფიციარისთვის. ლიკა, ჭიათურის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, მიიღებს ინტერნეტის დაფინანსებას 6 თვით. ლიკას ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ინგლისური. ის ცხოვრობს მშობლებთან და 15 წლის ძმასთან ერთად ჭიათურაში. მას სურს გახდეს ექიმი და ფიქრობს ამ სფეროში სწავლის გაგრძელებას.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო და კულტურულ ღონისძიებებში.