BAU იტვირთება…
ონლაინ BAU Global-ის განათლების გამოფენა
2021 წლის 20 თებერვალს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამართა ონლაინ BAU გლობალური განათლების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო შემდეგი უნივერსიტეტები:
ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი - თურქეთი;
ბერლინის გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტი - გერმანია;
Bay Atlantic University - შეერთებული შტატები;
ბაჰჩეშეჰირის კვიპროსის უნივერსიტეტი - კვიპროსი;
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი-საქართველო;
MLA College - დიდი ბრიტანეთი;
გამოფენის ფარგლებში დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ თითოეულ უნივერსიტეტს ინდივიდუალურად და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ.
გამოფენის დასასრული კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას გამოფენაში მონაწილეობისთვის.