BAU იტვირთება…

კონკურსი ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე

კანდიდატები, რომლებმაც გაიარეს აკადემიური კონკურსის პირველი ეტაპი, კონკურსის კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან 13 აპრილს, 11:00-დან 16:00 საათამდე.

შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრების დროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი შეატყობინებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე.

გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად „Zoom“ პლატფორმის მეშვეობით. სურვილის შემთხვევაში, კანდიდატს შეუძლია ეწვიოს BAU-ს კამპუსს და გამოიყენოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გასაუბრებისთვის (I სართული, ოთახი N4). კამპუსში მისვლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა გაითვალისწინოს უნივერსიტეტის შიდა რეგულაციები პანდემიის შემთხვევაში.