BAU იტვირთება…
Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამა
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ქალბატონმა გულნარა აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამაში და ეწვია ლიეტუვას, სადაც მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში „ადგილობრივად ჩართული, გლობალურად დაკავშირებული“.
მობილობის ფარგლებში, ქალბატონმა გულნარამ მასპინძელ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექციები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ორგანიზებისა და ოჯახის ექიმების მომზადების პროგრამების თემაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ოფიციალური შეხვედრა ოჯახური მედიცინის დეპარტამენტის დირექტორთან, პროფესორ ლეონას ვალიუსთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელება, ასევე აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობა. ერაზმუს+ პროგრამა აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა. ამ კონტექსტში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას.