BAU იტვირთება…
ონლაინ შეხვედრა აზერბაიჯანელ სკოლის მოსწავლეებთან
2021 წლის 20 აპრილს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ქუთუბიძემ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის სკოლის მოსწავლეებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში.
შეხვედრისას სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის წარმომადგენელმაც, სხვა BAU Global-ის წევრი უნივერსიტეტების წარმოსადგენად.
შეგახსენებთ, რომ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო ქსელ BAU Global-ის წევრი და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებაში.