BAU იტვირთება…

კარიერული კონსულტაციის სესია კურსდამთავრებულთათვის

2021 წლის 22 აპრილს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში კარიერული კონსულტაციის კიდევ ერთი სესია გაიმართა კურსდამთავრებული სტუდენტისთვის.

ნევშა თაჯელიპირბაზარიმ, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტმა, მიიღო სესიაზე დასწრების საოცარი შესაძლებლობა, რომლის დროსაც ქალბატონმა ჯანსუ მათმა, კარიერულმა კონსულტანტმა, განიხილა თურქეთში დასაქმების შესაძლებლობები.

კონსულტაციის ამგვარი სესიები დიდ დახმარებას უწევს სტუდენტებს კარიერული არჩევანის მრავალფეროვანი ვარიანტების შესწავლაში, ასევე ყოვლისმომცველი ცოდნის მიღებაში, რაც მათ საბოლოოდ ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებასა და კარიერული გზისთვის საკუთარი პიროვნული თვისებების განვითარებაში.