BAU იტვირთება…

ენდოკრინოლოგიის ევროპული კონგრესი

მარიამ დუმბაძემ, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის მეხუთე კურსის სტუდენტმა, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით მონაწილეობა მიიღო ენდოკრინოლოგიის ევროპულ კონგრესში, რომელიც ჩატარდა პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში.

კონგრესზე მან წარადგინა კვლევა თემაზე: „საგამოცდო პერიოდის ცხოვრების წესის ცვლილებების, ძილის რეჟიმისა და სტრესის შესახებ ცნობიერების გავლენა უზმოზე გლუკოზის დონეზე საქართველოში მცხოვრებ მედიცინის სტუდენტებში“. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ენდოკრინოლოგიის ევროპული კონგრესის ოფიციალურ ჟურნალში.

საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მიღებულმა გამოცდილებამ, პროფესიონალებთან დაკავშირებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობასთან ერთად, სტუდენტს მისცა ძლიერი მოტივაცია, მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს კვლევებსა და ფართო სამეცნიერო საზოგადოებაში.