BAU იტვირთება…

2021 წლის 4 ივლისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამართა პირველი გამოსაშვები ცერემონია

2021 წლის 4 ივლისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამართა პირველი გამოსაშვები ცერემონია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ BAU Global-ის პრეზიდენტი ბატონი ენვერ იუჯელი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი, სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოში პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კლინიკების წარმომადგენლები და სტამბოლის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორები.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა რექტორმა, პროფესორმა ისმეთ დინდარმა, მოვალეობის შემსრულებელმა რექტორმა, პროფესორმა დემეთ აქინმა და მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლეილა ახვლედიანმაც მიულოცეს კურსდამთავრებულებს ცერემონიის დროს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო ქსელის, BAU Global-ის წევრი.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მსურველებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო განათლება.