BAU იტვირთება…

სემინარი „ძირითადი უჯრედული კულტურა და გენეტიკური ტექნიკა ფარმაკოგენეტიკური ანალიზისთვის“

2021 წლის 2-3 ივლისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამართა საერთაშორისო ვორქშოპი „უჯრედული კულტურისა და გენეტიკური ტექნიკის საფუძვლები ფარმაკოგენეტიკური ანალიზისთვის“ სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტებისთვის, ერაზმუსის უნივერსიტეტებთან პარტნიორობის ფარგლებში: ჰოლანდია, მონრეალის უნივერსიტეტი (კანადა), ბეიქენთის უნივერსიტეტი და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი (სტამბოლი). ვორქშოპი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. ვორქშოპს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

მონაწილეებმა სერტიფიკატები მიიღეს პრაქტიკული და თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ მოწვეულ მასწავლებელთა შორის იყო დოქტორი სელიმ ჯან ბერკი, რომელმაც ახლახან დაამთავრა ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა და ეს იყო მისი პირველი წარმატებული პედაგოგიური გამოცდილება სწავლის დასრულების შემდეგ.