BAU იტვირთება…

დაიწყო შემოდგომის სემესტრის მობილობა

შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა დაიწყო. მობილობის კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 2021 წლის 16 აგვისტოდან 2021 წლის 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩარიცხვის უფლებას 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, უნდა გაიაროს შიდა რეგისტრაცია 2021 წლის 16–30 აგვისტოს, 18:00 საათამდე.

დამატებითი დეტალებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და შიდა რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ დააჭიროთ აქ.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის ბრძანება ხელმისაწვდომია აქ.