BAU იტვირთება…
პლასტიკური ქირურგიის ვორქშოფი
2021 წლის 6-7 ნოემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ესთეტიკურმა კლინიკამ „Total Charm“ სამედიცინო სტუდენტებისთვის ერთობლივი კადავერული ტრენინგი ჩაატარეს.
კადავერული კლასები მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს შემდეგ თემებზე:
ბლეფაროპლასტიკა;
ბიჩექტომია;
Bullhorn ლიფტინგი (ზედა ტუჩის კორექცია);
სტუდენტებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა 2-დღიანი ინტენსიური სესიების განმავლობაში, რომლებიც სრულად ჩატარდა საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალების მიერ:
ბატონი მარლენ სულამანიძე, პლასტიკური ქირურგი;
ბატონი კონსტანტინე სულამანიძე, პლასტიკური ქირურგი;
ბატონი ანდრეი სერგეენკო ანატომი, პლასტიკური ქირურგი.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა ორგანიზატორს, დამსწრეს და მომხსენებელს მთელი პროექტის ორგანიზებისთვის.
მოუთმენლად ველით, რომ კარი გავუღოთ კიდევ ბევრ სტუდენტს მომავალი ტრენინგებისთვის.