BAU იტვირთება…
OSCE ტრენინგი სტომატოლოგიის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოაწყო OSCE ტრენინგი სტომატოლოგიის პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ონლაინ, ZOOM პლატფორმის საშუალებით.
ტრენინგის პირველი ნაწილი ჩაატარეს ქართველმა ტრენერებმა და BAU ბათუმის მედიცინის პროგრამის აკადემიურმა პერსონალმა ნათია ხარატიმ და ნატალია დოროფეევამ.
ტრენინგის მეორე ნაწილი ჩაატარეს თურქმა პროფესორებმა ემირ იუსბაშიოღლუმ (ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტიდან) და ფუნდა აკალთანმა (ანკარის უნივერსიტეტიდან).
ტრენინგის ორივე ნაწილი მოიცავდა თეორიულ ნაწილს და პრაქტიკულ სემინარებს.