BAU იტვირთება…
გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო
შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ 2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო. მობილობის კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე 2022 წლის 28 იანვრიდან 2022 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ ჩარიცხვის უფლებას 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, უნდა გაიაროს შიდა რეგისტრაცია 2022 წლის 8–12 თებერვალს, 18:00 საათამდე.
დამატებითი დეტალებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და შიდა რეგისტრაციის შესახებ, გთხოვთ დააჭიროთ აქ.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობის ბრძანება ხელმისაწვდომია აქ.