BAU იტვირთება…

მულტიდისციპლინური კონფერენცია BIOMED2026.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში BIOMED2026. კონფერენციის მთავარი თემაა „ბიოსამედიცინო მეცნიერება და ინოვაცია ყველასთვის“. კონფერენცია ტრანსნაციონალური პროექტის BIOMED-ის ნაწილია. კონფერენცია ჩატარდება შეკვეთილში, 2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. მთავარი ორგანიზატორია რადიოლოგთა საზოგადოება, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხარდაჭერით. კონფერენციაზე BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარადგენს შემდეგ სამეცნიერო კვლევით ნაშრომებს:

„ექიმების პროფესიული ავტონომიისა და პაციენტთა უფლებების ბალანსი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში“ — ირინე იმერლიშვილი

„შესაბამისობიდან კონცენტრაციამდე – სამედიცინო განათლების აკრედიტაციის რისკებისა და სისტემური სისუსტეების ანალიზი“ — გიორგი ცხვედიანი, ალექსანდრა მიხაილიდი

„შიდა თეძოს არტერიის ლიგირება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვაში“ — ჯემალ გოგიტიძე.